10. მე-10 ჯგუფის ელემენტები

10.2. პლატინის ჯგუფის მეტალები

1. რომელი მეტალებია გაერთიანებული პლატინის ჯგუფში? რა ნიშნით არიან გაერთიანებული ეს მეტალები პლატინის ჯგუფში? როგორია მათი გარე გარსის ელექტრონული კონფიგურაციები?

2. როგორია პლატინის ჯგუფის მეტალების ჟანგვითი რიცხვები ნაერთებში? ამ მეტალებიდან რომელი წარმოქმნის ნაერთებს ჯგუფის ნომრის ტოლი ჟანგვითი რიცხვით?

3. გავრცელების მიხედვით, რომელ მეტალებს მიაკუთვნებენ პლატინის ჯგუფის მეტალებს? რომელ მადნებშია გაბნეული ამ ჯგუფის მეტალები?მათთან ერთად კიდევ რომელ მეტალებს შეიძლება შეიცავდეს ეს მადანი?

4. როგორ შეიძლება გადავიყვანოთ ხსნად მდგომარეობაში პლატინის ჯგუფის მეტალები? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობები.

5. რომელი ოქსიდია პლატინის ჯგუფის მეტალების ოქსიდებს შორის ყველაზე მდგრადი?

6. როგორ თვისებებს ამჟღავნებს OsO4 ტუტეებთან და ტუტე მეტალების ფთორიდებთან რეაქციებში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

7. რომელ ოქსიდამდე აღდგება OsO4? რა გამოყენება აქვს ამ ოქსიდებს?

8. როგორ ბუნებას ავლენს RuO4? შეადარეთ ერთმანეთს OsO4-ის და RuO4-ის მდგრადობა. დაწერეთ RuO4-ის დაშლის რეაქცია. რა პირობებში იშლება ეს ოქსიდი?

9. როგორი ჟანგვითი რიცხვები ახასიათებთ, ძირითადად, ნაერთებში Ru-სა და Ir-ს? პლატინის ჯგუფის რომელი მეტალი გამოირჩევა განსაკუთრებული მდგრადობით?

10. პლატინის რომელი ნაერთი ხასიათდება ყველაზე ძლიერი მაფთორირებელი უნარით?

11. პლატინის ჯგუფის რომელი მეტალია ამ მეტალებს შორის ყველაზე აქტიური? პლატინისა და ირიდიუმისაგან განსხვავებით, რაში იხსნება ეს მეტალი? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.

12. რომელი ტიპის კომპლექსნაერთებს წარმოქმნის პლატინის ჯგუფის მეტალები? დაწერეთ მათი ქიმიური ფორმულები.

13. ირიდიუმის რომელი ნაერთი წარმოადგენს გამოსავალ ნივთიერებას ირიდიუმ(III)-ის ნაერთების მისაღებად?

14. როდიუმის რომელი უხსნადი კომპლექსის წარმოქმნა იძლევა საშუალებას მისი პლატინის ჯგუფის სხვა მეტალებისაგან დასაცილებლად? როგორ მიიღება ამ ნაერთებიდან მეტალური როდიუმი?

15. რომელ კომპლექსნაერთებში შედის ერთდროულად კატიონის და ანიონის შემადგენლობაში Pt(II) და Pd(II)? როგორ მიიღება ეს ნაერთები?

16. როდიუმის და ირიდიუმის რომელი ნაერთები ჟანგავს ქლორს და აზოტ(II)-ის ოქსიდს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

17. პლატინის რომელ ნაერთს ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ანტიკანცეროგენური აქტიურობა? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულა.

18. რა გამოყენება აქვს პლატინის ჯგუფის მეტალებს?

 

s